საოცარი ისაა რომ თითქოს ქვისგანაა გამოკვეთილი და ამავდროულად თითქოს შუშისაა.
ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია, როდესაც გეჩვენება რომ ცხოვრება მთავრდება სწორედ მაშინ გრძნობ ცხოვრების სიდიადეს.ძნელია ცხოვრება როდესაც იცი რომ ქვეყნად "მარტო" ხარ.
- ცაში გამოკიდებული ვარსკვლავივით ხარ და . . . მხოლოდ ცრემლი მოგდის! განა ეს რამეს ნიშნავს??? რა არის ცრემლი???ცრემლი სახეს წამის მეათასედში წყდება- ისევე ქრება როგორც ჩნდება, ცრემლი ემოციებს გამოხატავს , მაგრამ რა არის ემოცია??? ემოციები ჭეშმარიტებას ბადებს,რომლებიც ისევე ქრებიან როგროც ცრებლები და ისევე სწრაფად როგორც ცაზე ცისარტყელა.
როდის ვგრძნობთ თავს კარგად??? როდის არის ადამიანი ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი?? ან რა არის ბედნიერება?- და საერთოდ რა არის ცხოვრების საიდუმლო? განა ცხოვრებას საიდუმლო აქვს?? შეუძლებელია ცხოვრება სიყვარულის გარეშე? სასაცილოა . . .
შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი არაფერია! ცხოვრება ძნელი და გაუსაძლისი მაშინაა როდესაც გარშემო წყვდიადია, მაშინ როდესაც არ გწამს- არ გწამს რომ ღმერთი არსებობს.
ცხოვრება რწმენით იოლია-ღმერთის სიყვარული გვეხმარება და ძალას გვაძლევს, სიყვარულს და პატიებას გვასწავლის, ჩვენში ბოროტს რთგუნავს და საშვალებას გვაძლევს თუნდაც ძალიან მცირედით შევიცვალოთ. ღმერთი თვით ჩვენშია და მაშასადამე სიყვარული მუდამ თან გვსდევს!!! წყვდიადი ქრება და ირგვლივ მხოლოდ სინათლეა -სულის სინათლეა! ცხოვრება აზრს იძენს,სიცოცხლეს ძალა აქვს, დღეები მიდიან და ჩვენ ვიცვლებით.
ადამიანი რომელიც რწმენის გარეშე ცხოვრობს (თუ ეს შესაძლებელია) ზომბი ხდება, დრო ჩერდება, გული ცემას აგრძელებს , მაგრამ "სიცოცხლე წყდება"
წარმოუდგენელია? ? ? წარმოუდგენელი არაფერია . . .
ადამიანები ბინძური ცხოველები არიან, რომლებიც იშვიათად ირჩევენ სწორ გზას- ქვეყანა იხრწნება სიკვდილი მეფობს და ცხოვრება მარადიულ ტანჯვად გადაიქცევა, მაგრამ მარადიული არის რაიმე??? მარადიულიც არაფერია.
დრო თავისი წამზომით ყოველ წუთს თუ წამს ირგვლივ ყველაფერს ცვლის.ზოგი იბადება, ზოგი კვდება,ზოგი იმარჯვებს, ზოგი მარცხდება, ზოგი ბრძოლას იწყებს, ზოგს კი ძალა ეცლება,ზოგი უმოძრაოა მაგრამ ამ უმოძრაქობაშიც ცვალებადობაა,უიმედობაა. . .ყველაფერი ხომ ცვალებადი და ბრუნვადია - ბედნიერება და უბედურებაც. . .თვით დედამიწაც კი ბრუნვადია.
ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც არ იცის რა საურს,ზოგისთვის ცხოვრება მძიმე ტვირთი ხდება და არ იცის თუ როგორ მოახერხოს ამ ტვირთის ზიდვა. ცხოვრება ისეთი რამაა ,რომ მართლაც ძნელია მიხვდე მის აზრს, ჩასწვდე მის სიღრმეებს და შეიცნო ჭეშმარიტება , ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, ცხოვრებას ვერ იყიდი , ვერც გაყიდი, ვერც მოიგებ, - მაგრამ . . . შეიძლება წააგო. ცხოვრება იმ ძვირფას ლარნაკს გავს რომელიც ადვილად იმსხვრევა და მის აღსადგენად თითოეული პატარა დეტალიც კი საჭიროა, სწორედ ასეთი თითქოსდა უმნიშვნელო ნაწილებისგან შედგება "ის" რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.
ცხოვრების უპირველესი არსი და მამოძრავებელი ძალა სიყვარულია. სიყვარული ამაღლებს ადამიანს,ცხოვრების ძალას აძლევს, აკითილშობილებს. სიცოცხლე მეტია სიკვდილზე თუ სიკვდილი სიცოცხლეზე ძნელი სათქმელია მაგრამ მათზე ძლიერი სიყვარულია,რომელიც სიცოცხლეზე ბატონობს, -სიკვდილზე კი იმარჯვებს.
ადამიანეის სულისთვის სიყვარული ის წმინდა სანთელია რომელიც გზას უნათებს მას უფლისაკენ.